Sunday, October 29, 2023

სახელი (ჯერ არ მომიფიქრებია)



"ქალს, რომელმაც ძალიან იშრომა იმისთვის, 
რომ მე მომეცა ის სიცოცხლე, რაც ახლა
მაქვს, მინდა იცოდეს, რომ ის ჩემი დედაა
და რამდენად მიყვარს იგი." - უცნობი


Დილას როცა ვიღვიძრებ, ჩემს ოთახში ცივ ჰაერს ვგრძნობ. Ყველაფერი უფეროა. Მზე გარეთ არ ანათებს,  რომც ანათებდეს, მის სითბოს მე ვერ შევიგრძნობდი. Ყოველ დღე ერთი და იგივე რუტინა მაქვს. Ვდგები, კბილებს ვიხეხავ, ვჭამ, სკოლაში მივდივარ, სახლში მოვდივარ, ვიძინებ, ვიღვიძებ, ვმეცადინეობ და ისევ ვიძინებ. Ღამე 5მდე მღვიძავს, დილას 7ზე  ვიღვიძებ. Სკოლაშიც მძინავს. Ყოველ დღე თავის ტკივილით მივდივარ სკოლაში, როგორც კი სკოლაში მივალ, თავს ვდებ მერხზე და ვიძინებ. Მასწავლებლები მაღვიძებენ, მაგრამ მათი სიტყვები არ მესმის. Როცა მძინავს დედაჩემი მესიზმრება. Სიზმრებში დედაჩემს ვხედავ. Ის თეთრ ღრუბლებიან ადგილას დგას, ხელს მიქნევს და ჩემსკენ მოდის. Ხელს მიწოდებს და მეუბნება რომ წავყვე, მაგრამ როგორც კი ხელს ჩავკიდებ, შავი ხვრელი იხსნება სადაც ვვარდები და ეგრევე მეღვიძება 

Ასე მგონია დედაჩემი უსამართლოდ დასაჯეს. ტყუილუბრალოდ დამაშორეს მას. Ტყუილად მაწამებენ მის გარეშე.

Დედაჩემზე კეთილი ადამიანი ამ დედამიწაზე არ არსებობდა. Დედაჩემთან ერთად რომ ვიყავი, ყველა პრობლემა მავიწყდებოდა. Მასთან ერთად ცხოვრება ფერადი იყო. Ერთად ორცხობილებს ვაცხობდით, ვხატავდით, მუსიკას ვუსმენდით, ვქსოვდით, სულ ერთად ვატარებდით დროს. Ყველაფერში მეხმარებოდა და მეც ყველაფერში მხარს ვუჭერდი. Სულ ვლაპარაობდით და ერთმანეთს არაფერს არ ვუმალავდით.

Ხანძრის ღამე თავიდან არ ამომდის. Როცა გამოვაღწიეთ ხანძრიდან, ზუსტად მახსოვს დედაჩემმა რა მითხრა ბოლოს . “Რაილი, გაუფრთხილდი შენს თავს. Თუ არ დავბრუნდები, იცოდე რომ სულ შენთან ვიქნები” ეს როგორც კი თქვა, გაიქცა და ხანძრიან შენობაში შევიდა. 4 ადამიანი გადაარჩინა, მაგრამ თვითონ ხანძარს შეეწირა. Კიდევ ვერ ვიჯერებ რაც მოხდა. Ამ მომენტს რომ ვიხსენევ ეგრევე ცრემლები მომდის და ტირილს ვიწყებ. Ჩემთვის თუ გახსენებაა მტკივნეული, მისთვის ეგ მომენტი როგორ მტკივნეული იქნებოდა. Დედაჩემი არ იმსახურებდა მაგას. მისი გმირობა ყველას დაამახსოვრდება და მე მითუმეტეს.

Ო, ღმერთო. Ამიყვანე მასთან ერთად, ამიყვანე დედასთან რომ ისევ ერთად ვიყოთ. Ამ უღიმღამო სამყაროში ყოფნას მირჩევნია ზევით ვიყო დედაჩემთან ერთად. Დედაჩემის გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ვპოულობ, დედაჩემის გარეშე ყველაფერი უფერულია. Მასთან დაუვიწყარი კავშირი მქონდა, ო, ღმერთო, ნეტავ რთულ რამეს გთხოვ? Მიმიყვანე დედაჩემთან, რომ კვლავ ერთად ვიყოთ, რომ ისევ ბედნიერი ვიყო.

Სულ ვფიქრობ, რომ გამეჩერებინა, მაშინ მაინც შეეწირებოდა ცეცხლს? Ჩემი ბრალია რომ ის ახლა ჩემგან შორს არის? Თავს ვაბრალებ რომ განძრევაც კი ვერ მოვასწარი.

Ვერც კი გავიაზრე რას აკეთებდა სანამ დავინახე რომ ცეცხლწაკიდებული შენობიდან გამოვარდა და ძირს დაეცა. Ცემს თვალ წინ შეეწირა ცეცხლს, ო რმერთო არც კი შემიძლია მაგაზე ფიქრი. 

Ახლა მახსენდება ჩვენი უაზრო ჩხუბები, და როგორ ვნანობ რომ რამდენიმეჯერ ვაწყენინე ჩემი ჯიუტი საქციელის გამო. Ვიხსენებ და ვხვდები რომ შენს ახლო ადამიანებს უნდა გაუფრთხილდე. Ვიხსენებ ჩვენს ბედნიერ მომენტებს და ვხვდები, რომ ბევრად უფრო დასაფასებელი იყო ეგ მომენტები ვიდრე ადრე მეგონა. 

Არც ვიცი რა ვთქვა. Როგორ გავივლი ამას? Როგორ ვიცხოვრებ დედაჩემის გარეშე?

არ ვიცი.


No comments:

Post a Comment

დამჭკნარი ქრიზანტემები

 დამჭკნარი ქრიზანტემები "ქალს, რომელმაც ძალიან იშრომა იმისთვის,  რომ მე მომეცა ის სიცოცხლე, რაც ახლა მაქვს, მინდა იცოდეს, რომ ის ჩემი დ...